Project Description
„ჰოუმბერგი“ ლისზე“, ცაცხვების ქუჩაზე დასრულებულია. ორი სამ სართულიანი შენობა ჯამში 16 ბინას აერთიანებს – წყნარი, მყუდრო, კომფორტული გარემო და 5000 კვ. ეკოლოგიურად სუფთა რეკრეაციული ზონა, რაც დამატებით მაცხოვრებელთა სიმშვიდესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
„ჰოუმბერგ“-ის უბნიდან ლისის ტბა ფეხით 10 წუთის სავალი გზაზეა, ხოლო სამანქანო გზები უკავშირდება: ვაშლიჯვრის გავლით დიღომს და ქალაქის გასასვლელს , ვეძისის გავლით ვაჟა–ფშაველას გამზირს, ასევე ნუცუბიძის ფერდობს.
-შენობების არქტიტექტურა და კონსტრუქციული ნაწილი, შესრულებულია წამყვანი სპეციალისტების მიერ.
– მშენებლობა განხორციელდა უმაღლესი ხარისხის რკინა–ბეტონის მასალით. ამასთანავე, შენობების საძირკველი ეყრდნობა მთის კლდოვან ნაწილს, რაც უზრუნვეყოფს შენობების სეისმურ მდგრადობას.
– გამორჩეული ადგილმდებარეობა და რაციონალურა დაგეგმარება, უზრუნველყოფს ბინების მაქსიმალურ ბუნებრივ განათებასა და სითბოს.
– მაქსიმალური ენერგოეფექტურობისათვის შენობებს შორის განთავსდა 10-სმიანი თბოსაიზოლაციო მასალა.
– შენობების ფასადი და სადარბაზო მოპირკეთდა ბუნებრივი, ტრავერტინის ქვით.
– აივნების მოაჯირები, დამზადდა ნაწრთობი შუშისა და მეტალისაგან.
– ბინები ჩაბარდა ე.წ თეთრ კარკასულ მდგომარეობაში, კერძოდ ენერგოეფექტური ბლოკით აშენებული და პერლიტით გალესილი კედლები, ამოყვანილი შიდა ტიხრები, მაღალი ხარისხის ალუმინის კარ–ფანჯარა, ინდივიდუალური დაკვეთით დამზადებული რკინის კარი, მოხვეწილი იატაკი, წყალი, გაზი და ელ.ენერგია შეყვანილი ბინაში.