
სამშენებლო კომპანია Homeberg 2019 წელს დაარსდა. უძრავი ქონების ბაზარზე გამოჩენა ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანი თითოეული მომხმარებლისთვის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი, ბედნიერი გარემოს შექმნაა – სადაც თავს იგრძნობ კომფორტულად და დაცულად.
კომპანიის ღირებულება გამოცდილი, მაღალი პროფესიონალიზმის მქონე გუნდია, რომელიც ნერგავს ხარისხის თანამედროვე სტანდარტს. გარემოზე ზრუნვა, ერთ-ერთი პრიორიტეტულია საკითხია, ამიტომ ვცდილობთ შევამციროთ მავნე ზემოქმედება გარემოზე – ინოვაციური ტექნოლოგიებით, მაღალხარისხიანი დათბუნების მასალების გამოყენებით.
Homeberg აერთიანებს 2 დასრულებულ პროექტს ბაგებსა და ლისზე. დღეს საცხოვრებელ კორპუსში 100 -მდე ოჯახი ცხოვრობს. პროექტების თანამედროვე ინფრასტრუქტურა და გამორჩეული ადგილმდებარეობის რაციონალური დაგეგმარება, უზრუნველყოფს ბინების მაქსიმალურ, ბუნებრივ განათებასა და სითბოს მაცხოვრებლებისათვის!
Homeberg-ს ასევე აქვს მიმდინარე პროექტი ბროწეულის ქუჩაზე, საიდანაც იშლება ქალაქის ულამაზესი ხედები და სულ 30 საცხოვრებელ სახლს მოიცავს.